მიხვდები, რომ ყოველი დღით უნდა გეცხოვრა იმისათვის, რომ შემდეგ ბებერს მოგეგონებინა რაღაც, რაც დაგრჩებოდა ახალგაზრდობიდან, ანუ იქიდან, სადაც ყოველი დღე მთელ ცხოვრებას უდრის? ან უდრიდეს, ან უდრიდა.
მთავარი მოსაგონარი სკოლაა, რომელშიც ყველაზე მეტი ვისწავლე, მიუხედავად იმისა, რომ არაფერს მასწავლიდნენ, იმის გარდა, რომ უნდა მესწავლა.
ვისწავლე, როგორ ვიცხოვრო და ისიც ვისწავლე, როგორ არ უნდა ვიცხოვრო, მაშინ ისიც ვიცი, რატომ უნდა ვიცხოვრო, ან რატომ არ უნდა ვიცხოვრო.
ბოლოს მაინც იქ მივედი, საიდანაც დავიწყე: უნდა ვიცხოვრო ერთი დღის, ერთი წამისთვის, რადგან ცხოვრების აზრი შესაძლოა, იმ ერთ წამში დევს და ცხოვრების აზრი, ხომ ის არის, რომ იპოვო რა არის ცხოვრების აზრი, მაშინ მის შესრულებამდე რაღა გიკლია?! მაშინ როდესაც იცი რა გინდა და რატომ გინდა, ესე იგი, ისიც გეცოდინება, როგორ უნდა მიაღწიო ამას.
-ბეგი მამალაძე "კიბე ცამდე