ააამ...გამო-რთული ქაირო, რამადან-გამოვლილი თვე,ღამით აღდგენილი დღე და დღისით გამოძინებული ღამეები, საუზმე საღამოს 7-ზე, ოჯახური თავშეყრის ერთი საათი, ღამის ფერებში ჩაკარგული სავსე ქუჩები, „რამადან კარეემ„ და სიკეთის კეთების სურვილის მქონიე, ცოდვის ჩადენაზე არმოფიქრალი მამრები, არაბული საუზმე ტიპიურ არაბულ ოჯახში, გერმანულ-ინგლისური საუბრის ფონზე პირადი ცხოვრებით და სამომავლო გეგმებით პირდაპირი დაინტერესება...
დღისით ქუჩებში მოლასლასე „შავები„,რამადანის პარასკევს, ისლამურ წმინდა დღეს, ხელიდან გამოგლეჯილი ჩანთა, ცარიელი ქუჩა, უაზრო თვალები, მეათე მანქანა, ისევ ვიღაც, ოღონდ ინგლისურის მცონდე, გადამრჩენელი მუჰამედი, პოლიციის უფროსის ჩვეული პოზიცია-მადლობა ღმერთს, რომ პასპორტი არ გედოთ ჩანთაში, მადამ!-, მერე დახმარების ტალღა, ქაიროს ერთი ბოლოდან მეორეში მოსული სტუდენტი Alaa, შემტვრეული კარის ხელოსანთან ერთად წუთში გაჩენილი Abdulsalam, რამოდენიმე საათში მოტანილი ტელეფონი „მე ორი მაქვს და შეგიძლიათ გამოიყენოთ„-ფრაზით Aliaa, Muhammed, დედის შემცვლელი კოლეგა Mahy და უაზრობაში გადასული მზრუნველობის სურვილი, ფრაზები - „ქუჩაში ჩვენთან მარტო არ დადიან„ „სასეირნოდ სპეციალური ქუჩები არსებობს ჩვენთან„ „რაა, თქვენ აქ მარტო ცხოვრობთ?„ და ნებისმიერ წვრილმანზე დახმარებისთვის მზაობის სურვილი Sonia, Shaima, Ahmed, Sameh, Nadia, Sara, John, Hassan, Ahmed, Mido დ.ა.შ-სგან...სათხოვარის ახლებური ვარიაცია, თხოვნის გაკვეთილები საკუთარ თავთან.
კონდენციონერებისგან გაყინული სავაჭრო ცენტრები, მზისგან „გაგიჟებული„ ქუჩები, 2, ხშირად, 3 საათი სავალი გზა გერმანულის კურსამდე, ხუთ ეგვიპტურ ფუნტად მიღწეული დანიშნულების ადგილი და ოთხი საათი გერმანულად „ნაცხოვრები„ გერმანული ოცნება... ფეხსაცმელს, ხშირად ხელჩანთებს შეხამებული ფერადი ჩადრები, მანქანებში გატარებული ცხოვრება, ფასიანი ბაღები და პარკები, არაბული თუ ისლამური ქალის საცურაო კოსტუმებით მთლიანად დაფარული სველი სხეულისკენ მაინც გაპარული თვალები, სასტუმროები მხოლოდ ტურისტებისთვის,სასტუმროები ტურისტებისა და ადგილობრივებისთვის, შეზღუდულობის უცნაური შეგრძნება, არარეალურ განზომილებაში გადასული უცხოელობა...
...და მაინცარაბულ ქვეყნებს შორის ყველაზე დემოკრატიული(?) ეგვიპტე...