1
ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
Batumi Shota Rustaveli State University
Faculty Of Humanities
საერთაშორისო კონფერენცია
„ჰუმანიტარული მეცნიერებები ინფორმაციულ საზოგადოებაში - II“
ოქტომბერი 24-26 October
თეზისები - Abstracts
International Conference
"Humanities in the Information Society – II"
gamomcemloba
`baTumis SoTa rusTavelis saxelmwifo universiteti~
baTumi _ 2014 – Batumi
2
UDC (უაკ) 1+2+3+7+81/82+94] (479.223)(063)
ჰ-952
რედაქტორები: პროფესორი მარინე გიორგაძე
პროფესორი თამარ სირაძე
Editors: Professor Marine Giorgadze
Professor Tamar Siradze
საორგანიზაციო კომიტეტი ფინანსური მხარდაჭერისათვის მადლობას უხდის
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს
The Organizing Committee thanks for the financial support
The Ministry of Education, Culture and Sport of Ajara Autonomous Republic
ISBN 978-9941-434-86-0
© `baTumis SoTa rusTavelis saxelmwifo universiteti~ _ 2014
3
Tezisebi
რედაქტორები:
მარინე გიორგაძე
თამარ სირაძე
4
5
ნინო აბაკელია (თბილისი)
კონცეპტ ელიტას განზომილებებისთვის ქართულ კულტურულ კონტექსტში
ეთნოგრაფიულ საველე მასალაზე და განვითარებულ თეორიულ აზრზე დაფუძნებულ
წინამდებარე ემპირიულ კვლევაში გამოვლენილი, დადასტურებული და გაანალიზებულია ჭეშმა-
რიტი და ცრუ ელიტები, რაც თეორიული მოსაზრებების განვითარების საშუალებას იძლევა
ქართული კულტურის მაგალითზე.
ნათია აბაშიძე (ბათუმი)
სემანტიკური ოპოზიციების სტილისტიკური ფუნქციები ფრანგულ და ქართულ ენებში
სემანტიკური მიმართებების იდენტიფიცირება, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ლექსი-
კურ ერთეულებს, მოითხოვს ისეთი მარტივი კატეგორიების სიღრმისეულ შესწავლას, როგორიც
არის დათანხმება, უარყოფა, იმპლიკაცია და ეკვივალენტურობა. ლექსემათა სემანტიკური
მსგავსება - განსხვავება ენაში ანტონიმებითა და სინონიმებით გამოიხატება. ენის ეს ორი ვექტორი
ჯერ კიდევ ანტიკური ეპოქიდან მოყოლებული, ფილოსოფოსთა ყურადღების ცენტრში იდგა. ენის
ფილოსოფიურმა კვლევებმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს და განსაზღვრეს ენათმეცნიერების
დარგები. ანტონიმია არ შემოიფარგლება მხოლოდ ობიექტური ნიშნებით, მას ხშირად ლოგიკური
მიმართებები განსაზღვრავს. ცხადია, ოპოზიცია ზოგადად გულისხმობს სიტყვათშორის კავშირებს
განსხვავებების მიხევით, მაგრამ ზოგჯერ მოიცავს მსგავსების შტრიხებსაც, რაც ერთთავად
ასუსტებს ანტონიმიის პრინციპებს, ზოგჯერ კი სრულიად პარადოქსულ სიტუაციებს ქმნის
(ოქსიმორონი: ,,მჭევრმეტყველური დუმილი“, ,,უძინართა მზე“, ,,მზიანი ღამე“ ,,cette obscure clarté“,
,, un mort-vivant“ ,, Hâte-toi lentement“ და ა. შ.).
ჩვენი კვლევის საგანია ლექსიკურ-სემანტიკური ოპოზიციების იმ მრავალფეროვანი მიმარ-
თებების დადგენა, რომლებიც საინტერესოა როგორც სემანტიკური, ისე სტილისტიკური
თვალსაზრისითაც. განვიხილავთ საპირისპირო მნიშვნელობის ლექსემათა კლასიფიკციას ლინგ-
ვისტური კონცეფციების საფუძველძე, ანტითეზისა და ოქსიმორონის მაგალითებს, მათ ფუნქ-
ციებსა და სტრუქტურას ფრანგულ და ქართულ ენებში.
კვლევა ეყრდნობა შეპირისპირებით მეთოდს, სიტყვა-სტატიისა და გამონათქვამების ანა-
ლიზის მეთოდს.
ნანა აბაშიძე (თბილისი)
ბოდლერის სიღრმისეული თვითინტერპრეტაცია, თუ „პოეტური დუბლეტები“?
(ოთხი პარალელის მაგალითზე)
ჩვენი მიზანია ბოდლერის ოთხი „პოეტურ/პროზაული“ პარალელის მაგალითზე ვაჩვენოთ
მათი გამაერთიანებელი და პოეტური სიტყვის სიღრმისეულ განცდაზე ორიენტირებული თემა-
ტური სტრუქტურა, ხოლო აღნიშნული პარალელიზმი განვმარტოთ არა როგორც პოეტის
შემოქმედებითი უნაყოფობის პერიოდისათვის დამახასიათებელი ფაქტი, არამედ როგორც პოეტის
თვითინტერპრეტაცია, როგორც ლექსთწყობისათვის განწესებული ზღუდეების გადალახვით
გამოვლენილი დიალოგი საკუთარ თავთან. კვლევისას გამოყენებულია ბოდლერის ნაწარმოებები -
«LE CRÉPUSCULE DU SOIR», «UN HÉMISPHÈRE DANS UNE CHEVELURE», «L’INVITATION AU
VOYAGE», «L’HORLOGE», - რომელთაგან თითოეული არსებობს როგორც რიტმიზებული პროზის,
6
ისე ლექსის სახით. ჩვენი ამოცანაა ჟან-პიერ რიშარის მიერ შემოთავაზებული სიღრმისეული
ანალიზის მეთოდის მოშველიებით აღნიშნულ ნიმუშებში დავძებნოთ და გამოვყოთ სიღრმის
ბოდლერისეული განცდის ლექსიკურ-სემანტიკური მარკერები და შეძლებისდაგვარად დავუკავ-
შიროთ ისინი ზემოთ ხსენებულ ნაწარმოებთა თემატურ სტრუქტურას, რაც გზას გაგვიხსნის
აღნიშნული მასალის ლინგვოკულტუროლოგიური ანალიზისაკენ. კვლევის შედეგად გამოვ-
ლენილია სიღრმის ბოდლერისეული განცდის გამომხატველი ისეთი ლექსიკურ-სემანტიკური
ერთეულები, როგორიცაა profondeur, mer, océan, profond, ténèbres. fête intérieure, infini, labyrinthes
pierreux d'une capitale, deuil profond de la Nuit ..., რომლებიც გარკვეულწილად მიუთითებენ
ბოდლერის პოეტური შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი, სახელდობრ, ურბანისტული თემატიკის
სიღრმისეულ განცდაზე. ბოდლერისეული თვითინტერპრეტაციის აღნიშნული ნიმუშები მათთვის
დამახასიათებელი ლექსიკურ-სემანტიკური ასპექტების თავისებურებითა და სიღრმის ბოდლერი-
სეული განცდის სიმწვავით, ჩვენი აზრით, არის ავტორის მცდელობა - მეტ-ნაკლებად ამომწურავი
პასუხი მიიღოს მის მიერვე ერთხელ უკვე დასმულ კითხვებზე.
მაია ალავიძე (ქუთაისი)
ინტერვიუს როგორც დიალოგური მეტყველების პრაგმატიკული თავისებურებანი
დისკურსის განმარტებით თუ ვიმსჯელებთ, დიალოგური მეტყველება მის ყველაზე
ბუნებრივ ფორმას წარმოადგენს. ეს განპირობებულია იმითაც, რომ ისტორიულად ენის ძირი-
თადი ფუნქცია განისაზღვრებოდა მისი კომუნიკაციური დანიშნულებით, რაც პირველ რიგში,
გულისხმობდა ინფორმაციის მიწოდებასა და გაცვლას, რომელიც მოტივირებული იყო ადა-
მიანთა პრაქტიკული მოთხოვნილებით. დიალოგური დისკურსის უმთავრეს მახასიათებელს
მისი ინტერსუბიექტურობა და ინტერაქტიურობა წარმოადგენს. ეს კი ნიშნავს, რომ სამეტყვე-
ლო ურთიერთობა ცალკეული აქტებისგან შედგება.
თითოეული სამეტყველო აქტი ქმნის სოციალურ-კომუნიკაციურ ველს, რომლის ძირი-
თად კომპონენტად გვევლინება ადრესანტი და ადრესატი. დიალოგური დისკურსის ინტერაქ-
ტიულობა გულისხმობს კომუნიკანტთა თანამონაწილეობას სამეტყველო ურთიერთობის
პროცესში, ხოლო ინტერსუბიექტურობა კი გაიგება, როგორც ფსიქოლოგიურად განცდილი
ერთობლიობა (მაკაროვი 2003). შესაბამისად, სამეტყველო ურთიერთობის პროცესში წამყვანი
მნიშვნელობა ენიჭება პრაგმატიკული ასპექტების კვლევას, რადგან პრაგმატიკა კონკრეტულ
სამეტყველო სიტუაციებს ით