4 ივნისი
პატიების უნარი იძლევა თავისუფლების საოცარ გრძნობას...
თუ დიდხანს ვიქნებით კმაყოფილების მდგომარეობაში, ეს ჩვენზე იმოქმედებს გამანადგურებლად. არ უნდა მისცეთ საშუალება - ტკივილის გრძნობას, სასწორკვეთილებას და მრისხანებას ადგილი დაიკავონ თქვენს გულში. ყველამ ვიცით, რომ თუ არ მოვიშუშებთ ჭრილობებს ის უფრო მეტად მტკივნეული გახდება. მეორე მხრივ კი, როგორც კი ტკივილის მიზეზი აღმოიფხვრება, თქვენი ტკივილიც უკვალოდ ქრება.
იმისათვის, რომ შეწყდეს ბრძოლა, აუცილებელი პირობაა - პატიების უნარის გამომუშავება. მაგრამ რაც რთულად მიღწევადია საერთაშორისო არენაზე, ადვილად მიღწევადია ჩვენს შინაგან სამყაროში. ნუ დაიგროვებთ სიბრაზეს, არამედ აპატიეთ ყველას უპირობოდ და მიეცით მშვიდობას უფლება, დაისადგუროს თქვენში