ბევრ ჩვენგანს უნდა, რომ სამყაროზე პოზიტიური გავლენა იქონიოს, თუმცა სრულიად არ ესმის სად და როგორ უნდა დაიწყოს ეს პროცესი. ჩვენ მთელ ჩვენ ცხოვრებას ვუთმობთ ჯერ სკოლას, შემდეგ მუშაობას. მოგვიანებით ბევრი ჩვენგანი აცნობიერებს, რომ სრულიად დაივიწყა საკუთარი გული და ის, თუ რა ანიჭებს ბედნიერების განცდას. ამის პარარელურად მუდმივად გვიჩიჩინებენ რა უნდა ვქნათ, ვინ უნდა გამოვიდეთ, რა არის "კარგი". ყველაფერ ამას მივყავართ იქამდე, რომ ბევრი ჩვენგანი მუდმივად შიშობს იმაზე, თუ რას იფიქრებენ სხვები. ყოველდღიური რუტინის გამო ჩვენ სრულიად გვავიწყდება მოვუფრთხილდეთ საკუთარ გულს, ინტერესებს და საბოლოოდ, ბევრი ჩვენგანი თავს დათრგუნულად გრძნობს და ვარდება დეპრესიაში. თავს უსუსურად ვგრძნობთ, რადგან არავის უსწავლებია მივყოლოდით საკუთარ სურვილებს და გაგვერისკა, ჩვენ უბრალოდ გვასწავლეს, რომ სამყაროს წესების მიხედვით უნდა ვითამაშოთ!